„ხელისუფლებიდან სრული სიჩუმეა” – შალვა ნათელაშვილი ე.წ. საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ჯიბიდან ერთი მილიარდი ლარის დახარჯვას ურჩევს

ქარელის რაიონში იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. როგორც ცნობილია, საოკუპაციო ძალებმა გუშინ კიდევ 800 მეტრით გადმოწიეს ე.წ. საზღვარი.

შალვა ნათელაშვილმა განვითარებული მოვლენების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტა და პროცესს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს შორის არსებული გარიგების შედეგი უწოდა.

„ხელისუფლებიდან სრული სიჩუმეა. დღეს ეს ხდება ქართლის გულში და ამ დროს აქ არ დგას არც პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, ხმას არ იღებს გაეროში საქართველოს წარმომადგენელი,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დაიწყონ მსჯელობა კომპენსაციების საკითხზე.

banner
წინა სტატიაში„რუსეთი ამ მოქმედებებს გააგრძელებს” – თინა ხიდაშელი მცოცავ ოკუპაციაზე
შემდეგი სტატიარკინგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს