,,ხელისუფლება ქმნის მართვად ქაოსს,, აცხადებს პროფესორი ბეჟან ჯავახია

javaxiaისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ,,ილიაუნის,, პროფესორი ბეჯან ჯავახია, ბოლო დღეებში რეგიონებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება…

ბეჟან ჯავახიას აზრით, ხელისუფლება მართვად ქაოსს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი ბეჟან ჯავახია, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატი და გამსახურდიას პირადი წარმომადგენელი იყო გერმანიაში. ის ასევე საქართველოს კონსერვატიული პარტის დამფუძნებელი და ამ პარტიის თავმჯდომარე იყო წლების განმავლობაში.
,,უკანასკნელ დღეებში ზუგდიდსა და ბათუმში განვითარებული მოვლენები (ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტზე), ასვე ძალადობის შესახებ ფილმების საჯარო ჩვენება ე.წ. ყოფილი პოლიტპატიმრის მიერ შექმნილი ოპრგანიზაციის მიერ მიუთითებს მნიშვნელოვან პრობლემებზე ჩვენს საზოგადოებაში: 1. ხელისუფლება ქმნის მართვად ქაოსს, რომელიც იმართება ნომენკლატურის მიერ და მასში ჩართულია მმართველი პარტია, ე.წ. სახელისუფლებო რესურსი და ე. წ. პოლიტპატიმრები. ეს ყველაფერი ქმნის იმის საშიშროებას, რომ მივიღოთ ის რაც საქართველოში ხდებოდა 90-იან წლებში – კრიმინალური ქაოსი
2. დღევანდელმა მოვლენებმა ყველაზე მეტად გამოავლინა, რომ საქართველოში ვერ დასრულდა საბჭოთა ეპოქა, ისევ მძლავრობს საბჭოთა ნომენკლატურული ინტელიგენცია. ვფიქრობ გვაქვს ისევ ისეთ მოვლენასთან კავშირი, როგორიც რამდენჯერმე გაიარა ჩვენმა ქვეყანამ. ისევ სახეზეა წითელი “ნომენკლატურის შურისძიება” . რამდენადაც მახსოვს ასეთი სათაური ჰქონდა ვერნერის ფილმს, რომელიც გადაიღო 91-92 წლის მოვლენების შესახებ. 3. ეს ყველაზე სახიფათოა დღევანდელი საქართველოსათვის, ვინც დღეს არ დაგმობს მსგავს მოვლენებს გვიან იქნება, როდესაც მასაც მოადგებიან. ეს მოვლენები ხელს უშლის თავისუფალი აზრის განვითარებას.,, აცხადებს ბეჟან ჯავახია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დაასახელეს
შემდეგი სტატია”გრუზინული პადხოდია,” – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თავისუფალი დემოკრატების კითხვებს პასუხობს