ხელისუფლებაში ბევრს თავი ,,კონკიას,, გმირი ჰგონია,,

,gociridze,თურმე საქართველოში ღირსეული შრომა ჩინოვნიკობა ყოფილა და არა ტაქსის მძღოლობა. სხვა სამსახური მაინც ვერ მოიფიქრეს? კაბინეტიანი უფრო შთამბეჭდავი იქნებაო, ასე გადაწყვიტეს მათი ჭკუით. თუ უნდოდათ ამ მართლაც ძალიან სანდო და სიმპატიური ადამიანის გამორჩევა, სხვა უამრავი რამის მოფიქრება შეიძლებოდა. სოციალურ ქსელში წერენ, აჯობებდა მანქანა ეჩუქნათ და გაეგრძელებინა თავისი კეთილი საქმეო. კი ბატონო, ყოფილიყო თუნდაც ეს. ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ ეს ახალგაზრდა კი არ გამოვიდა კარგი, არამედი ისინი, რომლებმაც ამისი კეთილი საქმე კიდევ უფრო კეთილი საქციელით გადაფარეს. კონკიას ზღაპარი იმიტომაა უკვდავი, რომ ახდება ხოლმე. ხელისუფლებაშიც ბევრს საკუთარი თავი ამ ზღაპრის ახდენილი გმირი ჰგონია. სხვანაირად აბა როგორ შეიძლება იქ მოხვედრილიყვნენ, საიდანაც გადმოგვყურებენ. ჰო და ვხედავთ ახდენილ ოცნებებს უმაღლესი საფეხურიდან ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ქვემოთკენ,, ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიდზე, წყალდიდობის შემდგომ თბილისში მომუშავე მოხალისეების უფასო გადაყვანით ცნობილი ტაქსისტის მერიაშიდასაქმებას.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა
შემდეგი სტატია„მშრალ ხიდთან“ მტაცებლის ლეში იპოვეს