ხელისუფლებას ეკონომიკური ვითარების ანალიზის უნარი არა აქვს – აცხადებს პოფესორი მესხია

529814_4433741010650_1626482714_nთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი იაშა მესხია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ პროცესებს და მთავრობის დამოკიდებულებას ამ პროცესების მიმართ…

პროფესორს მიაჩნია, რომ მთავრობას, იმისათვის რომ სწორად იმოქმედოს,  არც შესაბამისი ანალიტიკური სამსახურები ჰყავს და არც ნორმალური მრჩევლები… დღეის მდგომარეობით კი, სიტუაციის ანალიზის უნარი აქვს დაკარგული.

იაშა მესხია მოუწოდებს მთავრობას შექმნას ეკონომიკური ანალიტიკური ცენტრი და მოუსმინოს მის რჩევებს.

,,ვზივარ ახლა გაბრაზებული კომპიუტერთან. უპირველესად საკუთარ თავზე და რატომ? იმიტომ რომ არ მეყო მე და ჩემს კოლეგებსაც გამბედაობა ვთქვათ სიმართლე იმაზედ რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში. ნამდვილად ცუდად იმართება ეკონომიკური პროცესები. ექსპერტები ურთიერთგამომრიცხავ შეფასებებს აკეთებენ და მათ არავინ უსმენს. ხელისუფლებას კი იმის უნარი არ აღმოაჩნდა, რომ მიუკერძოებლად გაანალიზოს შექმნილი ვითარება, შეაფასოს იგი და მიიღოს საჭირო ზომები. მოდით ვთქვათ გულწრფელად, აქვს კი მთავრობას ისეთი ანალიტიკური სამსახური, რომელიც ობიექტურ ანალიზს და შეფასებებს გააკეთებს? არა, არა აქვს. ეკონომიკური საბჭო მთავრობის მეთაურთან არსებული ისევ აღმასრულებლებითაა დაკომპლექტებული და მათ მიერ გაკეთებული ანალიზი არ შეიძლება იყოს ობიექტური. არც უცხოელების არაფერი არ მჯერა. მათ არ იციან ჩვენი სპეციფიკა, თანაც საქართველოში “ჭ” კლასის მრჩევლები და კონსულტანტებია მოვლენილი. არადა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს მიუკერძოებელი ანალიტიკური ეროვნული ცენტრები, რომლებიც კვალიფიციურ რეკომენდაციებს აძლევენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში. თანაც მათი რეკომენდაციები ერობნული უსართხოების პოზიციებზეა ორიენტირებული. ჩვენთან მოდაშია წინა ხელისუფლების გინება და მათზე ყველაფრის გადაბრალება. არადა არც მასე საქმე. წინა ორივე ხელისუფლების დროს მეტ-ნაკლებად არსებობდნენ ეკონომიკური პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ სხვადასხვა ფორმით ხელისუფლებსათვის რეკომენდაციების მიწოდებას. უფრო მეტიც 90-იანი წლების მიწურულს საქართველოს პრეზიდენტთან არსებობდა ეკონომიკური საბჭო (არ აღშფოთდეთ – შევარდნაძე მოენატრაო), რომელიც ყოველთვიურად იკრიბებოდა და ეკონომიკის ყველაზე მტკივნეულ გამოწვევებს განიხილავდა. წინა პრეზიდენტსაც ჰქონდა ასეთი საბჭო, თუმცა სამწუხაროდ ფორმალურად…
დავანებოთ თავი წარსულს. ხელისუფლების მეთაურებო! საქართველოში ძალიან გონიერი და გამოცდილი ეკონომიკური სკოლაა, რომელთა დიდი ნაწილი დაკავებულია საკუთარი თავისა და ოჯახის “გადარჩენით”. გადადეთ თქვენი პირადი ამბიციები და ყველაფრის მცოდნეობის ილუზია. შეკრიბეთ ეს ხალხი. დაარსეთ სამთავრობო ეკონომიკური ანალიტიკური ცენტრი. მოუსმინეთ მათ რეკომენდაციებს და მალევე იგრძნობს ქვეყანა შვებას. ვიდრე არ იქნება მიღწეული კოორდინირებული სახელისუფლებო მუშაობა და “კმარას” ტიპის არასამთავროებების “კვლევებზე” და “გენიოს” უცხოელ (მათ შორის შეიძლება აგენტებიც იყოს)კონსულტანტებზე იქნება ორიენტაცია, არაფერი არ გვეშველება.
ახლა კი მლანძღეთ რამდენიც გინდათ. უფალი გფარავდეთ,, აცხადებს პროფესორი იაშა მესხია

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენც ვართ მზად ქამრები შემოვიჭიროთ
შემდეგი სტატიაფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა