,,ხელისუფლებას აქვს მიზანი – გადარჩეს! და გადარჩეს თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე,,

,,ზოოპარკის ადმინისტრაციამ 16 ივნისს, ვიმეორებ – 16 ივნისს გააკეთა ინფორმაცია, რომ ზოლიანი აფთარი, ვეფხვი და დათვი არ არიან არც ცოცხლებს და არც დაღუპულებს შორის!!!!!!!!!!!!!!!!!!
(ამ განცხადებას კომენტარში დავურთავ).
ამის შემდეგ გამოვიდა ჯანელიძე და განაცხადა, რომ საფრთხე ლიკვიდირებულია და ქალაქში არცერთი მტაცებელი ცხოველი აღარ არის!
მოსახლეობიდან შესულ რამოდენიმე ზარს მტაცებლის მის გაგონების თაობაზე შესაბამისი სამსახურებიდან არაადექვატური რეაქცია მოყვა!!!
დღეს ზოოპარკის დირექციის მიერ დასახელებულმა ერთ–ერთმა ცხოველმა – თეთრმა ვეფხვმა ადამიანი შეიწირა და ვეფხვიც მოკლულია!!!
არავინ არაფერს ამბობს დირექციის მიერ დასახელებულ ზოლიან აფთარსა და დათვზე, რომლებიც სავარაუდოდ, ისევ ქალაქში არიან!!!
ხელისუფლება უსირცხვილოდ ხელს იშვერს ზოოპარკის დირექტორისკენ, თითქოს მისგან მიიღო ის ინფორმაცია, რომ ქალაქში ცხოველები აღარ არიან!!!
ეს არის სიცრუე! ზოოპარკის დირექციამ სამი მტაცებლის შესახებ ინფორმაცია 16 ივნისს გააკეთა.
“ყველა ცხოველი ან ლიკვიდირებულია, ან განთავსებულია ზოოპარკის ტერიტორიაზე”,– ეს განცხადება ეკუთვნის მინდია ჯანელიძეს!!!
ტყუილად ცდილობთ, ზურაბ გურიელიძის – ზოოპარკის დირექტორის, ამ არაჩვეულებრივი ადამიანის დადანაშაულებას, კაცის, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს!!! ამ დიდი კაცის ფრჩხილის ფასი არ არის ყველა პოლიტიკოსი ერთად აღებული!!!
მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ნუ დავერევით ერთმანეთს!
ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა სიტყვაზე და ყველა მოქმედებაზეა პასუხისმგებელია!
მივმართავ მათაც, ვინც დღევანდელი დღის შემდეგ თითქოს ნიშნისმოგებით აცხადებს, აბა გამოდით, ვინ იცავდით ცხოველებსო!
აჰა, გამოვედი!!!
მერე???
რა კავშირშია მტაცებელი ცხოველის ლიკვიდაცია როცა ის ადამიანს საფრთხეს უქმნის იმასთან, როცა უვნებელ ან დაბმულ ცხოველს კლავენ?!!!
ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მეტად, მათ შორის, ცხოველზე მეტადაც იმიტომ ფასობს, რომ მისი ყველა მოქმედება არა ინსტიქტური, სულმდაბლური, არამედ მოტივირებული უნდა იყოს!
ვისაც ეს არ ესმის, მე ვერაფრით დავეხმარები! უბრალოდ უხერხულია ასეთი ნიშნისმოგებით საუბარი მათთან, ვისაც შუმბა შეეცოდა, დაბმული მგელი შეეცოდა, ვინც იმას ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო, რაც დღეს მოხდა!
დღეს ყველაზე მთავარია ვიცოდეთ, რომ ამ უპატრონო ქვეყანაში არც მეწყერის, არც მტაცებელი ცხოველების (ზოოპარკის ინფორმაციით – ზოლიანი აფთარი და დათვი) საფრთხე არ გამქრალა!
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ! ნუ დავერევით ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, როგორ მოიქცევა და რისკენ გვიბიძგებს ხელისუფლების პოლიტიკური განცხადებები, ვიყოთ ერთად!
ხელისუფლებას აქვს მიზანი – გადარჩეს! და გადარჩეს თუნდაც ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე!
ჩვენ გვაქვს მიზანი – გადავრჩეთ, თუნდაც გადავრჩეთ ხელისუფლების სკამების ხარჯზე!
მგონი გასაგებია, სად არის სიმართლე და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალი!
ნუ დავერევით ერთმანეთს! ვიყოთ ერთად!,, წერს ირინა სარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ბოდიშს იხდის
შემდეგი სტატიაზოოპარკის დირექციაზე საქმე აღიძრა…