,,ხელისუფლებას ამოუვიდა ყელში ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია და მონახეს რეალური მეპატრონე”

ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ–გოგი თოფაძე

უმრავლესობის დეპუტატი გოგი თოფაძე „რუსთავი 2“-ს არაობიექტურს უწოდებს და ამბობს, რომ მისთვის ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ატეხილი აჟიოტაჟი გაუგებარია.
ამის შესახებ თოფაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“ეს არ იყო ობიექტური არხი. ის იყო ძალიან ცალმხრივი. სამი წელია, ხელისუფლებაში ვართ, რამდენი სიკეთე გაკეთდა ამ პერიოდში და ერთხელ სიტყვა არ დაუძრავთ. მხოლოდ ნეგატივი და არაობიექტურობა… ბუნებრივია, დღევანდელ ხელისუფლებას ამოუვიდა ყელში ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია, მონახეს, გამოჩნდა რეალური მეპატრონე და ბუნებრივია, ითხოვენ სამართლიან სასამართლოს. სხვა არაფერი. ეს აჟიოტაჟი, ალბათ, იმიტომ არის ატეხილი, რომ გრძნობენ, დამნაშავეები არიან”, – აცხადებს თოფაძე.

banner
წინა სტატიაში,,ფრესკოს” დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრემიერმა სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოაგდო (video)