“ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ კითხვის ნიშნები, რომელიც მედიის თავისუფლებაზე დაისვა, უნდა მოიხსნას”

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი ქვეყანაში მაღალი უნდა იყოს და კითხვის ნიშანს, რომელიც ამ მიმართულებით გაჩნდა, პასუხი უნდა გაეცეს.

უჩა ნანუაშვილმა განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.

“ის, რომ მედიის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია უცვლელია. თუმცა მე დეტალებში არ შევალ. ჩვენ ერთო განცხადება გავაკეთეთ უკვე, რომელიც დასაბუთებას უკავშირდებოდა, რამდენად იყო საჭირო მოსამართლის მხრიდან იმ ყველა ბერკეტის გამოყენება იმასთან დაკავშირებით, რომ ქონების დაყადაღება მომხდარიყო. დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, თავს შევიკავებთ, რადგან პროცესი მიმდინარეობს. პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს და ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ კითხვის ნიშნები, რომელიც მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით დაისვა, აუცილებლად უნდა მოიხსნას,” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, გვექნება იურისდიქცია დავიწყოთ კვლევა“
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ოზურგეთში მამაოს მღვდელმსახურება შეუჩერდა