,,ხელისუფლებამ სამწუხაროდ ხელები დაიბანა სამართლიანობის აღდგენაზე”

პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე. დიალოგის აუცილებლობაზე დღეს კურიერთან ისაუბრა და თქვა, რომ უმრავლესობის პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია. ფიქრია ჩიხრაძემ დღეს აღძრული საქმეც შეაფასა და განაცხადა, რომ კითხვები ხელისუფლების მიმართ გაჩნდა, რასაც პასუხი აუცილებლად უნდა მოყვეს.

„ჰოი საოცრებავ, დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ გადატრიალების საფრთხე არსებობს ამ ქვეყანაში და ოპერატიული ინფორმაციაც არსებობს ამის შესახებ. ერთ დღეს ამბობენ, რომ არაფერი საფრთხე არ არის და მეორე დღეს საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება მათი მხრიდან, დღეს შეკითხვები მათკენ არის მიმართული და მათ მოუწევთ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა,“ – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში სკანდალური ვიდეო კადრების გავრცელებაც შეაფასა და პრემიერის ბოლო განცხადებები გააკრიტიკა.

„პრემიერის გამოსვლა ვერ უძლებდა კრიტიკას და ამას მოყვა კიდეც პრეზიდენტის მხრიდან მკაცრი გამოსვლა, მაგრამ პრემიერმა დღესაც გააგრძელა იგივე ტონალობაში საუბარი, რაც არაა კარგი. ხელისუფლებამ სამწუხაროდ ხელები დაიბანა სამართლიანობის აღდგენაზე და ხალხს მიანდო ე.წ. ხალხის სასამართლო მოაწყო ქვეყანაში, რაც ჩვენს ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს,“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ვთქვი, რომ 60 ახალი საწარმო უნდა აშენდეს, დილით გადავამოწმე და 139 ახალი საწარმო აშენებულა”
შემდეგი სტატია„პრეზიდენტი კვლავ ითხოვს მთავრობის სხდომის მოწვევას გაზპრომის საკითხზე“