“ხელისუფლებამ ეროვნული ინტერესები დაახურდავა ვაშლზე და კომბოსტოზე” – პეტრე ცისკარიშვილი ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

“პასიური რეაქცია რუსულ აგრესიაზე, უმოქმედობა საერთაშორისო ასპარეზზე”- ამბობენ ოპოზიციაში სოფელ თამარაშენში საოკუპაციო ხაზის დამატებით 800 მეტრით გადმოწევასთან დაკავშირებით. პეტრე ცისკარიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთს მკაცრი პოზიცია დაანახოს.

„ამ ხელისუფლებამ ჩვენი ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები უკვე დიდი ხანია დაახურდავა ვაშლზე და კომბოსტოზე. თავისი მავნებლობით და უსუსურობით დაასუსტა საქართველოს სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი. აქედან გამომდინარე, უკვე ყველანაირი ვირუსის, მათ შორის რუსული მცოცავი ოკუპაციის მიმართ, ჩვენი სახელმწიფო არის უძლური,“ – აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კარბელაშვილის დაკავების ფაქტზე პარლამენტმა პროკურატურისგან ახსნა-განმარტება მიიღო
შემდეგი სტატიასიონის ტბაში 20 წლის ბიჭი დაიხრჩო