ხელისუფლებამ ბილეთები უნდა დააბრუნოს–ნიკა მელია

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

supertasis rigi 4სახელმწიფო უწყებების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციისთვის სუპერ თასის ბილეთების მოთხოვნის საკითხს ოპოზიცია ეხმაურება. ნაციონალური მოძრაობა უწყებებს ბილეთების დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ პირდაპირ დასცინა საზოგადოებას და მე მივმართავ ფეხბურთის ფედერაციას, იმედია, რომ ეს ბილეთები მას ჯერ ხელისუფლებისთვის არ გადაუცია, თუ გადაეცა ხელისუფლებამ უნდა დააბრუნოს,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში“სამინისტროების მხრიდან სუპერთასის ბილეთების მოთხოვნაში სენსაციური არაფერია”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა კახა კალაძე და შსს-ს 11 თანამშრომელი დააჯილდოვა