ხაჯინბამ დონეცკელ ბავშვებს უმასპინძლა

1014015663,,ბავშვებმა კარგად უნდა დაისვენონ და ძალები აღიდგინონ,, განაცხდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ, მიუსერაში თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკიდან დასასვენებლად ჩამოყვანილი ბავშვების მონახულებისას.
,,იმედი მაქვს აქ დასვენები რეაბილიტაციაში დაეხმარება ბავშვებს… ოდესღაც ჩვენმა ბავშვებმაც გადაიტანეს ომი. ვუსურვებ თქვენს რესპუბლიკას მშვიდობას და ომის შემდეგ აღდგენას,, განუცხადა სტუმრად მყოფ ბავშვებს ხაჯინბამ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რეგულარულად ჩამოჰყავს ბავშვები და დაჭრილები, თვითაღიარებული დონეცკის რეგიონიდან აფხაზეთის პანსიონატებში რეაბილიტაციისათვის.

banner
წინა სტატიაშითბილისში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი გაძვირდა
შემდეგი სტატიალარის კურსი და ეკონომიკური კრიზისი-მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს სხდომისთის ემზადება