ხაჯიმბა პუტინისგან ზეწოლას განიცდის – ექსპერტები ხაჯიმბას განცხადებებს აფასებენ

“აფხაზები საქართველოში მხოლოდ მკურნალობის მიზნით არ ჩადიან. ჩვენთან აქტიურად ვითარდება ბიზნესი და ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საზღვარს კვეთს, საქართველოდან შედის,”– აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელის, რაულ ხაჯიმბას, ამ განცხადებას კონფლიქტოლოგები მასზე კრემლისგან წარმოებულ ზეწოლად აფასებენ.

„ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან ხაჯიმბაზე ხორციელდება სერიოზული ზეწოლა იმის გამო, რომ ეს ხალხი სამკურნალოდ დადის. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს ასეთი ვერსია, რომ არძიმბამ [იგულისხმება ხაჯიმბა რედ.] მიანიშნა ზოგიერთ აფხაზ პოლიტიკოსს, რომ მათი ახლობლები ყოველ კვირას თუ არა, ორ კვირაში ერთხელ დადიან ლილოს ბაზრობაზე და ვაჭრობენ. მიანიშნა ის, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი, რომელიც შედის აფხაზეთში, არის დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან შეტანილი და ამაში ის ხალხია ჩარეული,“ – აცხადებს კონფლიქტოლოგი, მამუკა არეშიძე.

banner
წინა სტატიაშირაულ ხაჯიმბა საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთის შეტანაზე სახელმწიფო კონტროლს ითხოვს
შემდეგი სტატიაკახა კალაძეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის საკუთარი ფავორიტი ჰყავს