ხაშურში 33 წლის მამაკაცი მოკლეს

ხაშურში 33 წლის მამაკაცი მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული მიიმალა. თუმცა პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე საათში ხონში დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ხაშურში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ახალგაზრდას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური ფასი 2.2511 ლარია
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: მინდა ვუთხრა ბიძინას, რომ გატყუებენ