ხატია დეკანოიძის სკოლაში ლექციებს სერგი კაპანაძე, ეკა ტყეშელაშვილი და ბათუ ქუთელია წაიკითხავენ

ხატია დეკანოიძის განცხადებით, მან უკრაინელ პარტნიორებთან უკრაინაში ერთად რამდენიმე თვის წინ სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლა დაარსა, რომელიც მომავალი თაობის უკრაინელებს მოამზადებს.

როგორც უკრაინის სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, საქართველოს განათლების ყოფილმა მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ამ სკოლის გარეშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა.
„ჩვენს ვებგვერდზე 300-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. ამ ორი დღის განმავლობში მათთან გასაუბრება მიმდინარეობს და 9 თებერვლისთვის 40-მდე საუკეთესო სტუდენტს შევარჩევთ. 9 თებერვალს დაიწყება სასწავლო პროცესი. პირველი ლექციები საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონული პოლიტიკური პროცესების შესახებ იქნება. მას სერგი კაპანაძე წაუძღვება. ის უკრაინაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ასევე ლექტორები იქნებიან ეკატერინე ტყეშელაშვილი, ბათუ ქუთელია. გვყავს უცხოელი და ადგილობრივი ლექტორებიც“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი სკოლა უკრაინაში არ ყოფილა და უკრაინულ აუდიტორიას ქართული გამოცდილების გაზიარება აინტერესებს.
„მე 6 თებერვალს უკრაინის რადაში პრეზენტაცია მაქვს, სადაც დეპუტატებს ვთხოვ ჩვენს ლექციებსა და სკოლის განვითარებაში ჩაერთონ. გარდა ამისა, სკოლაში იქნებიან სტუმარი ლექტორები, რომელიც საინტერესო ლექციებს წაიკითხავენ. სკოლის ჩამოყალიბების იდეა ჩემს უკრაინელ მეგობრებთან ერთად მე გამიჩნდა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
banner
წინა სტატიაშისიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე ისევ გვითხრა, რომ მოწმე თანახმა იყო ჩაწერაზე
შემდეგი სტატია„სამართალდამცველების მხრიდან ქვეყნის და სტაბილურობის გადასარჩენი ღონისძიებებია ჩასატარებელი“