ხარძიანების ოჯახის ადვოკატი გია უდესიანის დაკითხვას არ გამორიცხავს

ბესიკ ხარძიანის მკვლელის ფოტორობოტის შედგენა ჯერ კიდევ გრძელდება. ამის შესახებ განცხადება მოკლული ბიზნესმენის ადვოკატმა გააკეთა. მალხაზ სალაყაიას თქმით, პროკურატურამ დაკითხა ათობით მოწმე, რომლებმაც მკვლელი დაინახეს. ადვოკატის განცხადებით, ჯერჯერობით მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე სალაყაიამ დამნაშავეს გამოძიებასთან თანამშრომლობა და სასამართალდამცველ უწყებებში გამოცხადებაც ურჩია.

ხარძიანების ოჯახის ადვოკატმა გამოძიების პროცესში გია უდესიანის დაკითხვაც არ გამორიცხა.

banner
წინა სტატიაშისაყდრისის მაღაროში აღმოჩენილი არტეფაქტები ბოლნისის ახალ მუზეუმში გამოიფინება
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის განმარტებას აკეთებს