ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებთან დაკავშირებით, ნაფიცმა მსაჯულებმა მოსამართლეს შემამსუბუქებელი სასჯელის რეკომენდაციით მიმართეს.
ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაციის შემდეგ კი, მოსამართლემ გარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილ წევრებს სასჯელის ზომა განუსაზღვრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ ძაძამიას 11 თვითა და 41 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად კი, ბრალდებულს გარკვეული პერიოდი მოაკლდა და საბოლოოდ ძაძამიას სასჯელის ზომად 8 თვე და 23 დღე განესაზღვრა.
რაც შეეხება კობა ხარშილაძეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.