ხარკოვის ტერაქტში ეჭვმიტანილები დაპატიმრებულია

miting-shestvieუკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის თანაშემწის მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, დღეს ხარკოვში ღირსების მარშის დროს აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილტა ჯგუფი დაკავებულია. მისი განცხადებით,  სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ ეს ადამიანები ხარკოვის ტერაქტთან კავშირში არიან. მათ ვინაობას უკრაინის უშიშროება მოგვიანებით დაასახელებს, განაცხადა ლუბკივსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხარკოვში თავისუფლების მარშის დროს აფეთქება მოხდა, რომელიც ხელისუფლების მიერ ტერაქტად შეფასდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი (მათ შორის 1 პოლიციელი) დაიღუპა და 10-ზე მეთი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი და პოროშენკო ერთმანეთს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაკიევში “ღირსების მარში” დასრულდა