ხარების ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ხარების ეკლესიაში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ, რომელიც მთავარანგელოზის მიერ ღვთისმშობლისადმი ხარებას ასახავს.
მსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობელს მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ეხარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
ტაძარში იმყოფება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

banner
წინა სტატიაშინემცოვის გარდაცვალებიდან 40 დღე ( პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია )
შემდეგი სტატიასაქართველოს დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან