ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს დახმარება გადაეცემათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ. გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მთელ საქართველოს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ობიექტური გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშისკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება
შემდეგი სტატიაგურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძეა