ხანძარი “მეღვინეობა ხარებას” მიმდებარე ტერიტორიაზე ლოკალიზებულია

ფოიერვერკი

ფოიერვერკიხანძარი “მეღვინეობა ხარებას” მიმდებარე ტერიტორიაზე ლოკალიზებულია.შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, ხანძარი ყვარლის რაიონში – ცეცხლი კომპლექს “მეღვინეობა ხარებას” მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, სავარუდო მიზეზი რესტორნის სტუმრების მიერ ჰაერში რამდენჯერმე გასროლილი ფეირვერკია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა კომპლექსიდან თანამშრომლებისა და სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა.ხანძრის ჩაქრობას თელავის, გურჯაანის და ყვარლის ბრიგადები ცდილობდნენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში საკუთარი ძალებით მონაწილეობდნენ ადგილობრივებიც.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჟავანაძე: შეწყალების კომისიით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს
შემდეგი სტატიალევან ბობოხიძესთან დაკავშირებულ საქმეზე მორიგ განცხადებას ავრცელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო