„საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს, როცა ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს, ხალხი ითხოვს და იღებს ცვლილებებს“, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ აუცილებელია მთავრობის სრული შეცვლა.
„საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული მოლოდინი ცვლილებების მოლოდინი. როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია მიაწოდოს ცვლილებები. მაშინ საზოგადოება თავად ითხოვს და იღებს. ჩვენი პოზიციაა მთავრობის მთლიანად შეცვლა, მთავრობის ნაწილის შეცვლა ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს საზოგადოებას და ქვეყანას,“ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.