„ხალხი ივანიშვილის მილიარდებით რომ არ დაბრმავებულიყო, დღეს სამართლის უზენაესობა იქნებოდა“

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მოვლენები რთულად განვითარდეს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ხალხი, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობდა.

„ჩემი საგანგებო ბრიფინგის თემა გახდა მთლიანად ის მასკარადი, რომლის მონაწილენიც ჩვენდაუნებურად ვართ. ყველაფერი რაც ხდება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის, მეც მეხება. ქვეყანა კარგავს სახელმწიფოებრიობის ნიშნებს. „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში რთულად განვითარდეს მოვლენები. ჩვენ ვხედავთ ნათლად, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ხალხი, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობდა. მოატყუა ხალხი, როდესაც ჰპირდებოდა მათ, რომ დემოკრატიული გახდებოდა ქვეყანა, ამის სანაცვლოდ ჩვენ ერთი პირის მმართველობას ვხედავთ. ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ ეფექტურად აკეთებს, ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლება, გათეთრება, გარეცხვა და მათი ლიდერების გმირებად გამოცხადება. არცერთი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს, არ წყდება და ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ “მესტროს” ეთერში და დასძინა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ვერცერთი სტრუქტურის ამუშავება ვერ შეძლო.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიგი უგულავა ცხრა თვე იყო ციხეში ისე, რომ მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს და ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

„ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების აბსოლუტური უსუსურობა, როდესაც გიგი უგულავას ბრალი რაელურად ვერ დაუმტკიცეს და 9 თვის განმავლობაში ჰყავდათ ციხეში ისე, რომ იძულებული გახდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოეშვა. ყველამ კარგად იცის, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი გიგი უგულავას, მაგრამ ვიდრე სასამართლო არ დაუმტკიცებს მას ამ დანაშაულს, ბუნებრივია, მასზე, როგორც დამნაშავეზე, ვერ ვისუბრებთ. მე არაფერს არ ვიზამდი კონკრეტულად უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი. ქართველ ხალხს რომ მეტი გონიერება გამოეჩინა, ბიძინა ივანიშვილის მილიარდებით არ დაბრმავებულიყო და სწორი არჩევანი გაეკეთებინა, უზრუნველვყოფდი იმას, რომ დღეს ქვეყანაში სამართლის უზენაესობა იქნებოდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ “მაესტროს” ეთერში.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაურის შეაფსებით გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტიელბა მიიღო
შემდეგი სტატია„2012 წლის შემდეგ პირველად გაჩნდა გამამართლებელი განაჩენები ოპონენტების მიმართ“