რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხაკასიის ავტონომიურ რესპუბლიკის ერთ-ერთი ნაკრძალის მთაზე, მეცნიერებმა წითელი თოვლი აღმოაჩინეს…
გავრცელებული ინფორმაციით, თოვლის წითელი ფერის მიზეზი ერთუჯრედიანი წყალმცენარე ხლამიდომონადაა, რომელიც ყინვაგამძლეა, დაბალ ტემპერატურაზე არსებოს და 4 გრადუს ცელსიუზზე ზემოთ დათბობისას კვდება… წყლის აორთქლების შედეგად ატმოსფეროში ხლამიდომონადას წითელი პიგმენტები ასტაკსანტინი ხვდება, რომელიც თოვლად გადაქცევის შემთხვევაში მას წითელ შეფერილობას აძლევს, აცხადებენ მეცნიერები.
გავრცელებული ინფორმაციით, წითელი თოვლის პოლარულ ადგილებში, მაღალ მთებში შეიმჩნევა… თუმცა თავად ხლამიდომანადა, პოლარული ადგილების გარდა კავკასიაშიც არსებობს.
www.timer.ge