ხათუნა სამნიძე: სახელისუფლებო კანდიდატს სპეცუბნების შედეგების გარეშეც მოგებული ჰქონდა არჩევნები

ირმა ინაშვილის ბრალდებებს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რესპუბლიკურ პარტიაში უპასუხეს. ხათუნა სამნიძის განმარტებით, მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.

სახელისუფლებო კანდიდატს კი, სპეციალური უბნების შედეგების გარეშეც მოგებული ჰქონდა არჩევნები.

პარტიის თავმჯდომარე ინაშვილს სატელევიზო რესურსის პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

„არჩევნები მანძილზე იყო არაერთი ცრუ და უარგუმენტო ბრალდება ირმა ინაშვილის მხრიდან, რომ საარჩევნო კამპანიის დროს თამუნა ხიდაშელი იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები დახვეწილია
შემდეგი სტატიავანო ჩხარტიშვილის ყველა საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავს – მიმართვა მთავარ პროკურატურას