ხათუნა ლაგაზიძე:”43 წლის ასაკში უკვე ღიმილის მომგვრელია ჩემთვის ნებისმიერი თანამდებობის პირის მრჩევლობაზე საუბარი”

პოლიტოლოგი ხათუნა

პოლიტოლოგი ხათუნა“ნამდვილად არ ვიცოდი ბატონ ბიძინას ასეთი იუმორის გრძნობა თუ ჰქონია: ჯერ ჩემი და ხუხაშვილის რინგი როგორ წარმოგიდგენიათ  თან ორი წელია ვერკინებით თურმე ერთმანეთს კარიერული “ზრდისთვის”  უნდა დავეთანხმო გიას – იხუმრა, იმიტომ რომ თავად ბატონმა ბიძინამაც გადასარევად იცის: კარგა ხნის წინ მოვიმწვანილე ეს რანგი (თანამდებობას ვერც დავარქმევ) – პრეზიდენტის მრჩევლობა, 24 წლის ასაკში ვიყავი პრეზიდენტის მრჩეველი და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თანამშრომელი. ასე რომ, როგორც გინდათ ისე გაიგეთ, 43 წლის ასაკში უკვე ღიმილის მომგვრელია ჩემთვის ნებისმიერი თანამდებობის პირის მრჩევლობაზე საუბარი, მითუმეტეს რომ არანაირი შეზღუდვა არა მაქვს შევხვდე და ვესაუბრო და მოსაზრებები გავუცვალო ნებისმიერი თანამდებობის პირს ყოველგვარი “რანგის” გარეშე, თუ მათ ეს აინტერესებთ. ხუხაშვილის შემთხვევაში ხო საერთოდ ანეგდოტია, რა უნდა შემატოს მრჩევლობამ  სახელი, გავლენა, თუ ხელფასი  ამით ერთი წუთით არ ვაკნინებ ფიქრიას გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემი 20 წელზე მეტი ხნის მეგობარია: მისმა მისვლამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ბევრი რამ შემატა. ასე რომ, ასეა ესე ამბავი” –ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ.

შეგახსნებთ, რომ  საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა  განაცხადა, რომ   მარგველაშვილის პოლიტიკურ მრჩევლად ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნა მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ პოსტს ექსპერტები გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წლის მანძილზე ელოდებოდნენ.

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს… მილიციამ საარჩევნო კომისიების ბლოკირება დაიწყო…
შემდეგი სტატიავლადიმერ ბედუკაძე განცხადებას ავრცელებს