ხათუნა ლაგაზიძე: საქართველო რუსულმა პროპაგანდამ წალეკა

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

“საქართველო რუსულმა პროპაგანდამ წალეკა” – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

„დასავლეთმა ვერ, ან არ გააკეთა, ის რომ ამ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ეზრუნა. სწორედ დასავლეთის დახმარებით სამხრეთ კორეამ შეძლო ეკონომიკური სასწაულის ქვეყნად და ჩრდილოეთ კორეის საპირწონედ ქცეულიყო. საუბარი რომ გვერდით რუსეთია და მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავით არაფერს არ ამართლებს, სხვანაირი მიდგომები იყო საჭირო. საქართველო უნდა ქცეულიყო ეკონომიკურ სასწაულად ქვეყნად და დღეს აღარ დადგებოდა ის საკითხი, რაც თქვეს, რომ ზოგიერთი ვაშლზე ყიდის ქვეყანას. ადამიანები სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო იძულებულნი არიან ასეთი მძიმე არჩევანის წინაშე დადგნენ.“- განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მოსახლეობას 31% უჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის ტრაგედიისას დაღუპული ბავშვები რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს
შემდეგი სტატიარაზე ილაპარაკეს პუტინმა და ხაჯინბამ…?