ხადურს იმედი აქვს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება

სავლუტო ფონდი

საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს იმედი აქვს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება. მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც ლარის კურსი გამყარდება.

“იმედი მაქვს ლარი დასტაბილურდება, დღეს ეკონომიკის მინისტრმაც ილაპარაკა. დოლარი გამყარდა მსოფლიოში, ევროს გაცვლითი კურსი ისტორიულ მინიმუმზეა, რაც შეეხება ლარს, ის გამყარებულია ძალიან ბევრ ვალუტასთან მიმართებით, დოლართან მიმართებით კი ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობა დაგეგმილ ნაბიჯებს დგამს,”- განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს
შემდეგი სტატია“ქვეყნის ეკონომიკა გამოწვევის წინაშეა,”- გიორგი ქადაგიძე