ხადური ივანიშვილის განცხადებას გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებით ადასტურებს

ხადური

“სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა, გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ,”- ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას და სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს.

ხადური ამბობს, რომ ფონდის ხელმძღვანელმა და ბიძინა ივანიშვილმა ცალკე ისაუბრეს და როგორც შემდეგ მას ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, საუბრის მთავარი თემა გიორგი ქადაგიძის საკითხი იყო.

“სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა შეხვედრა ჯერ კიდევ მაშინ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, შეხვედრის ბოლოს ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა ბატონ ბიძინასთან მარტო დარჩენილიყო. მათ ისაუბრეს და შემდეგ თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ საუბარი შეეხებოდა გიორგი ქადაგიძის საკითხს. ბიძინამ ბრძანა, რომ მის პირადს ეხებოდა ეს საქმე და სახელმწიფო უფრო წინ დააყენა,”- აცხადებს ნოდარ ხადური.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას გადაცემა 20/30-ში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს
შემდეგი სტატია“არ არსებობს არგუმენტი, რომ ეს ასე არ უნდა იყოს,”-ხადური საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე საუბრობს