იუკოსის ექს-ხელმძღვანელმა მიხეილ ხადარკოვსკმა განაცხადა, რომ რუსებს უფლება აქვთ არ დაიცვან მთელი რიგი “ამორალური და არასამათლიანი” კანონები და დაარღვიონ.
“რუსეთის მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ არ დაიცვან უსამართლო, არასამართლებრივი კანონები, ისეთი, როგორიც არის “კანონი დიმა იაკოვლევის შესახებ” და კანონი სანქცირებული პროდუქტების განადგურების შესახებ. მათ მორალური უფლება აქვთ, და მთავარია, კანონიერი უფლება აქვთ გვერდი აუარონ სურსათის ზედამხედველობის სამსახურის აკრძალვებს” – ნათქვამია ხადარკოვსკის განცხადებაში, რომელიც “ღია რუსეთმა” გამოაქვეყნა.
სასამართლოს არასამართლიანი გადაწყვეტილებების საქმეებად ხარადკოვსკი მიიჩნევს უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის საქმეს, ვერდიქტებს Pussy Riot-ის და ოლეგ ნავალნის შესახებ.