აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს

ჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს

დავით ბაციკაძეაჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს. “ნაციონალური მოძრაობის” 8 ხმას კი “ქართული ოცნების” წევრების, ჯემალ ფუტკარაძის, სვეტლანა კუდბასა და დამოუკიდებელი დეპუტატის, მედეა ვასაძის, ხმები დაემატა.

თანამდებობებიდან გადაყენებული დეპუტატები მომხდარს “ნაციონალური მოძრაობის” რევანშს უწოდებენ. თუმცა, ამბობენ, რომ ეს არის “ერთდღიანი გამარჯვება”.

“ნაციონალური მოძრაობა” კი აცხადებს, რომ ეს არ არის რევანში და მათ სურთ სასიკეთო ცვლილებები აჭარის უმაღლეს საბჭოში.

მანამდე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ჩიტიშვილი, გადააყანეს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიამუგაბეს იუბილეზე 20.000 სტუმარს სპილოებს და ლომებს დაუკლავენ