წყნეთის ქუჩაზე, სადაც კანალიზაციის კოლექტორის დროებით ჩაშვება მოხდა, მოხალისეებს შეხება არ ჰქონიათ

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 13 ივნისს, წყნეთის ქუჩაზე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” დაზიანებულ კოლექტორსა და მდინარე ვერეს იმ ნაწილთან, მოხალისეებს შეხება არ ჰქონიათ.

უწყება განმარტავს, რომ მდინარე ვერეს შერეული საკანალიზაციო წყალი არ მიემართებოდა იმ ტერიტორიისკენ, სადაც მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართულები.

“მიუხედავად ამისა, როგორც თბილისის მერიის, ისე ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან, განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული იმისათვის, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო. იმის გამო, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და იყო საფრთხე, რომ დაზიანებული კოლექტორიდან წყალი სწორედ ამ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყლის ნაკადი დროებით მდინარე ვერესკენ მიემართა. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატიურ კომუნიკაციაში იყვნენ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან”. მოხდა შეთანხმება, რომ კომპანია ამ ტერიტორიაზე დროებით მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება. რაც შეეხება კოლექტორის საბოლოო აღდგენას, ის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა სტუდენტთა მესამე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიამსოფლიო სკანდალი – როგორ ახრჩობენ ადამიანებს საცურაო აუზში