წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა ექსპერტიზა ამ დრომდე გრძელდება

ვერეს ხეობაში გარდაცვლილი ინდირა ზარანდია ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში, ხობში გადაასვენეს. რაც შეეხება მის დას ლიზა ზარანდიას და მათთან ერთად კიდევ ერთ დაკარგულ სერგო კაპანაძეს, შესაბამისი სამსახურები კვლავ ეძებენ.
ლევან სამსხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები. ისინი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან.
ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გუშინ ნაპოვნი გარდაცვლილის მარიამ ქუთელიას ახლობლებიც. მათი თქმით, მარიამ ქუთელია გუშინ ვერეს ხეობაში იპოვეს. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ივლიტა ჯიბუტიც, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილ 12 პირს.
რაც შეეხება ვადებს, თუ რამდე ხანში დასრულდება მათი ექსპერტიზა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ვერ აკონკრეტებენ.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკის ადმინისტრაცია მოსახლეობას მიმართავს
შემდეგი სტატიადონეცკის მოსახლეობა პრობლემების გამო სეპარატისტებს აუმხედრდა