წყალდიდობა იაპონიაში: 90 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია

წყალდიდობის გამო 90 ათას მცხოვრებზე მეტია იაპონიაში, იბარაკში ევაკუირებული.
იტყობინებიან, რომ ყველაზე ცოტა ერთი ადამიანია დაკარგული, 12-მა კი ტრავმა მიიღო. მაშველები ვეტმფრენებით მუშაობენ და საკუთარ სახლებში დარჩენილი ადამიანების ევაკუაციას ახდენენ.
მდინარე კინუგავას კალაპოტიდან გადასვლამ თითქმის 22 ათას ადამიანს მიაყენა ზარალი – მათი სახლები ნაწილობრივ ან სრულად დაიტბორა.
სიტუაციის გართულება ტაიფუნმა “ეტაუმ” გამოიწვია. მეტეოროლოგების თქმით, სამი დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 600-700 მმ ნალექი მოვიდა.
წვიმას თან ძლიერი ქარი ახლავს. ოთხშაბათს ამინდების გაუარესების გამო ათობით რეისები გადაიდო, იაპონიის მთავრობამ დაახლოებით 500 ათასი მოქალაქეს საკუთარი სახლების დატოვების რეკომენდაცია მისცა.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ სამხედრო წვრთნებს იწყებს
შემდეგი სტატიაკალიფორნიის ასამბლეამ ასისტირებული სუიციდი დააკანონა