წუხანდელი სტიქიის შედეგად ძაღლების თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო (+ფოტო)

8654321თბილისში, სვანიძის ქუჩაზე, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ ძაღლების თავშესაფარი წუხელ 12 საათისთვის დატბორა. სტიქიის შედეგად თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო. თავშესაფარმაც მატერიალურადაც იზარალა, დატბორილია ძაღლების თავშესაფრის სამი მანქანა, დაზიანებულია ძაღლების ადგილსამყოფელიც.
როგორც თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინაროებს და რა ფინანსური ზარალი მიადგა თავშესაფარს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, რათა მოხდეს ხეებისგან და შლამისგან თავშესაფრის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა.
თავშესაფარში სულ 450 ძაღლი იმყოფება.

banner
წინა სტატიაში“10 ივნისამდე წარმომიდგინეთ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი”- ირაკლი ღარიბაშვილი ნოდარ ხადურს მიმართავს
შემდეგი სტატიაძლიერმა წვიმამ მამადავითამდე მისასვლელი გზა და ვარაზისხევი განსაკუთრებით დააზიანა