წლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთიდან აფხაზეთში 16 500 ტურისტული ავტობუსი შევიდა

აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიან

ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მგზავრთა ნაკადმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. “რია ნოვოსტის” ცნობით, მგზავრთა რაოდენობამ 3 მილიონი შეადგინა , რაც 500 ათასით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით. ამის შესახებ სააგენტოს რუსეთის ფედერალური გამოძიების ბიუროს კრასნოდარის მხარის სამმართველოს წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება სატრანსპორტო მიმოსვლას, მისი რაოდენობა გაორმაგდა და 600 ათასი შეადგინა. ამასთან, წლის დასაწყისიდან აფხაზეთის ე.წ. საზღვარი 16 500-მა ტურისტულმა ავტობუსმა გადაკვეთა, რაც სააგენტოს თანახმად, 2,5-ჯერ მეტია წინა წელთან შედარებით.
სააგენტოს წყაროს ცნობით, გასულ კვირას ივლისის რეკორდი დაფიქსირდა, რა დროსაც ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი 43 ათასმა მგზავრმა გადაკვეთა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთში აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი ჩემი ქვეყნის ერთიანობაა”
შემდეგი სტატიააფეთქების ადგილზე მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ