წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულმა თავი მოიკლა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების N2-ე დაწესებულებაში ბრალდებულმა, წინასწარი მონაცემებით, თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
“31 მაისს სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში 1979 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ი.ს.-მ, წინასწარი მონაცემებით, საკნის საპირფარეშოში სუიციდი განახორციელა. აღნიშნული გარდაცვლილის ოჯახს ეცნობა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 115-ე მუხლით. გამოძიებას პროკურატურის ზედამხედველობით საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა”, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს ბათუმში, სადაც ოჯახის წევრებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ესაუბრა. ბაკურიძე “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ გარდაცვლილი წინასწარ პატიმრობაში მყოფი, 36 წლის ირაკლი სურმანიძეა.
“ირაკლი სურმანიძე წარმოშობით ბათუმელია. ის რამდენიმე საათის წინ ჩამოასვენეს ბათუმში. ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ბრალდებულმა თავი მოიკლა. მაგრამ თვითმკველობის ვერსია სადავოა, სურმანიძეს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ის მიმდინარე წლის 14 მაისს, ნარკოტიკების უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარების მუხლით დააკავეს, თუმცა ბრალს არ აღიარებდა და თავს უდანაშაულოდ ცნობდა”, – განაცხადა ბაკურიძემ.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში შეუძლებელია,”- თეა წულუკიანი
შემდეგი სტატია„ეს არის ძალიან რთული რეგიონი, რომელსაც უყურებს პუტინი როგორც თავისი გეგმის ნაწილს,”-სააკაშვილი ოდესაზე საუბრობს