წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველოში ჩამოიყვანეს

თბილისის და მანჩესტერის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, მკვლელობის ბრალდებით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. იგი წითელი ცირკულარით 2007 წლის მარტიდან იძებნებოდა.

ვაქილ ბადოევმა 2005 წლის 15 მარტს გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოში, შურისძიების მიზნით, დანით სასიკვდილოდ დაჭრა თამაზ აბრამიშვილი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვაქილ ბადოევი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიშსს მეხანძრეების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიაპუტინის დასახვედრად კაიროს ქუჩებში მისი ფოტოები გამოფინეს