წვიმის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს მერია და გამგეობა დაეხმარება

5 ოჯახს, რომელიც გუშინ წვიმის შედეგად დაზარალდა და გაუსაძლის პირობებშია, ვაკის რაიონის გამგეობა კომპენსაციას გადაუხდის. პრობლემების მოგვარებამდე კი მერია ქირით დააკმაყოფილებს.

ეს განცხადება ვაკის რაიონის გამგებელმა დღეს დედაქალაქის მერიაში გამართულ სპეციალურ თათბირზე გააკეთა. ლაშა აბაშიძის განმარტებით, ამ 5 ოჯახის საცხოვრებელი ფართი დატბორილია და სახლებში შესულია წყალი.

„ჩვენ ყველა იმ ოჯახს, რომელთა სახლებიც დაიტბორა, კომპენსირებას გავუკეთებთ და ვიდრე მოწესრიგდება მათი ფართები, მერია გაიყვანს ქირით,“ – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში“დაალაგეთ, გამონახეთ გამოსავალი, გასაგებია პრობლემები არსებობს, მაგრამ უნდა გამონახოთ გამოსავალი”- პრემიერი მინისტრებს მიმართავს
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: მთავრობა ხელს უწყობს საშუალო ვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ მეტად გაუფასურებას