“წვიმის გამო ნორმალურ ქვეყანაში ადამიანები არ იღუპებიან”

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“წვიმის გამო ნორმალურ ქვეყანაში ადამიანები არ იღუპებიან. დროული რეაგირების შემთხვევაში ბევრი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა,” – ეს განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

მისი თქმით, “ქვეყანას არაეფექტური მთავრობა ჰყავს, რომელმაც ვერ შეძლო სტიქიაზე დროული რეაგირება”.

“ეს იყო დიდი დარტყმა საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვის. ამ ადამიანების დიდი ნაწილის დაღუპვის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ერთი წვიმის გამო მსოფლიოში არ იღუპებიან ადამიანები. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს. ვითარება უნდა იქნას შესწავლილი და გაირკვეს, თუ რა შეცდომები დაუშვეს ამ პროცესში, როდესაც მე სახელმწიფო სტრუქტურებს ვაკრიტიკებ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ბევრი ადამიანი თავგამოდებით მუშაობს. საუბარია მაშველზე, პოლიციელზე და რიგით მოქალაქეებზე. მე მათ წინაშე ქედს ვიხრი. ჩვენ რომ სახელმწიფო არ გვაქვს, ეს ნათლად გამოჩნდა ამ კრიზისის დროს,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

banner
წინა სტატიაში,,კავკაზ იმარატი,, – ,,ისლამურ სახელმწიფოს,, შეუერთდა
შემდეგი სტატია“მთელს მსოფლიოში თავი მოგვეჭრებოდა, ბულგარეთის პრეზიდენტი რომ დაეგლიჯა იმ ვეფხვს”