წერა-კითხვის უცოდინარი მშობლების შვილმა ნობელის პრემია აიღო…

69 წლის თურქი მეცნიერი აზიზ სანჯარი ქიმიის დარგში ნობელის 2015 წლის პრემიის მფლობელი გახდა. სანჯარი ამავედროს პირველი თურქი მოქალაქეა, ვინც  მეცნიერების დარგში ამ პრემიის ლაურეატი გახდა…

თურქეთის ქურთულ პროვინცია მარდინში 1946 წელს დაბადებული  მეცნიერი აზიზ სანჯარი,  8 შვილიანი ოჯახის მეშვიდე შვილი იყო. სანჯარის განცხადებით, წერა-კითხვის უცოდინარმა მისმა მშობლებმა, რომლებიც მხოლოდ არაბულად საუბრობდნენ, ყველაფერი გააკეთეს რათა შვილებს განათლება მიეღოთ… თავად სანჯარმა კი, მეცნიერების საფუძვლები სტამბულის უნივერსიტეტში შეისწავლა, რომლის შემდგომაც საზღვარგარეთ წავიდა და პროფესორის ხარისხს, ბიოქიმიასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში, დალასში ტეხასის უნივერსიტეტში 1977 წელს მიაღწია.  თურქეთისა და აშშ-ს მოქალაქეობის მქონე სანჯარი, ბოლო 35 წელი კიბოს განკურნების თემაზე მუშაობდა და სწორედ ამ თემებზე მიღწეული წარმატებების გამო იქნა ნობელის პრემიაზე წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ აზიზ სანჯარი, თურქი მწერლის ორჰან ფამუკის შემდეგ თურქეთის მეორე მოქალაქეა, ვინც ნობელის პრემია აიღო, თუმცა თურქული მედია ამ მოვლენას დიდად რეკლამირებას არ უკეთებს და ამის მიზეზად თურქულ სოციალურ ქსელებში ორ ძირითად მიზეზს ასახელებენ… პირველი: ის, რომ სანჯარი თურქეთში არ ცხოვრობს და ის ნახევრად ამერიკელია… და მეორე: თურქეთში ის ქურთული წარმოშობის ადამიანად მიაჩნიათ და ქურთებთან გამწვავებული შიდაურთიერთობის ფონზე სანჯარის წარმატება დიდად არ აღელვებთ.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიერაყის ქურთისტანში რუსული ფრთოსანი რაკეტები დააფიქსირეს (VIDEO)
შემდეგი სტატიასირიის თავისუფალი არმიის მიმართვა რუსეთის მთავრობას და პუტინს (VIDEO)