„წელს მეორადი ჩარიცხვები არ იქნება“

წერს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის და უნივერსიტეტის რექტორების შეხვედრაზე ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციას უმაღლესი სასწავლებლის რექტორები სრულად იზიარებენ.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი უნდა იქნას ამ შემთხვევაში გათვალისწინებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, _ უმაღლესი სასწავლებლების, ასევე, იმ 28 000-ზე მეტი სტუდენტის, რომელიც სტუდენტი უკვე გახდა და ხელშეკრულებებს აფორმებენ ინტენსიურად უმაღლეს სასწავლებლებში. ის, რაც უნდა გაკეთებულიყო გამონაკლისის დასაშვებად, ის პროცედურა შეუძლებელი იყო და ამ პოზიციის გაცნობა იყო მთავარი მიზანი დღევანდელი შეხვედრის. უმაღლესი სასწავლებლის რექტორები სრულად იზიარებენ ამ პოზიციას და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებულია, წელს არ იქნება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

banner
წინა სტატიაში8 თვის მონაცემებით საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19 860 452 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
შემდეგი სტატიაბორგე ბრენდე – რუსეთის ქმედებებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეძრა