წარადგინა მაია ფანჯიკიძემ ეს არამზადა ტუღუში – ირმა ინაშვილი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი, ევროპის წამების კომიტეტში, ყოფილი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ცნობილია, ტუღუში, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის დროს, ევროპის წამების კომიტეტში, საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.

ირმა ინაშვილი, გიორგი ტუღუშს, რომელიც ბოლოს სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობდა, ციხეში, წამების ამსახველი მასალის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს.

“წარდგენილია საქართველოს სახელით. წარადგინა მაია ფანჯიკიძემ. ეს არამზადა ტუღუში რომ საქართველოს სახეა და პასუხი არ უგია 2012 წლის შემოდგომაზე ციხეებიდან მოპარული ვიდემასალის ( მტკიცებულების) უკანონოდ გატაცების გამო, ნუ უკვირს ხელისუფლებას, რატომ არ მოსწონს საზოგადოებას მისი გადაწყვეტილებები და ნუ ებუტება ხალხს.

წამების კომიტეტში ის კაცი წარადგინეთ, წამების ფაქტებს რომ მალავდა. პატიმრებს რომ არ ეხმარებოდა, ინფორმაციის გასაჯაროებაში, ყოჩაღ… ბეჟუაშვილი და ტუღუში დაიყენეთ სიმართლის მსახურებად და ააყვავებთ ქვეყანას.

banner
წინა სტატიაშისასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიააშშ-ში ორი ქალი დაიჭირეს, რომლებიც ნიუ-იორკში ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ