წალენჯხელები გველეშაპს ებრძვიან

წალენჯხელები გველეშაპს ებრძვიან

წალენჯხელები გველეშაპს ებრძვიანსამეგრელოში გვალვაა. წალენჯიხის მოსახლეობისთვის პრობლემები სეზონურია – ზამთარში გათბობა (ქალაქის გაზიფიცირება, როგორც ირკვევა, უახლოესი ორი წლის განმავლობაში არ იგეგმება), ზაფხულში – წყალი. სამწუხაროდ, წალენჯიხის წყლით მომარაგება ათეულობით წელია, არ გვარდება. შესაბამისად, წყლის თემა ყველა მთავრობისთვის, კომუნისტებიდან დაწყებული, წინასაარჩევნო დაპირებისთვის კარგი სასპეკულაციოა.
წალენჯიხა ცენტრალური მაგისტრალის სასმელი წყლით მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ქუჩები მარადგება, თუმცა გრაფიკით. მოსახლეობის უმეტესობა კი, განსაკუთრებით ივლის-აგვისტოში, ქალაქის ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული: თვეში ერთხელ (თუ გაუმართლათ, შეიძლება, მეტჯერაც), უბენში წყალს სპეციალური მანქანებით არიგებენ.
მოსახლეობის უმეტესობა ჭებით სარგებლობს, თუმცა ჭები უმეტესად წვიმის წყლითაა სავსე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხალხს მხოლოდ პირდება, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს და წყალს დაარიგებს. უწყლოდ დარჩენილ მოსახლეობას მხოლოდ იმის იმედი, აქვს, რომ რამდენიმედღიან კოკისპირულ წვიმასთან დაკავშირებით,მეტეოროლოგების პროგნოზი გამართლდება და ჭები წყლით გაივსება.
ამასთან, ხალხი დახმარებას მედიას სთხოვს.

banner
წინა სტატიაშივაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას-ჯეიმს აპატურაი
შემდეგი სტატია,,დიალოგი არის საუკეთესო გზა… კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი”- ჯეიმს აპატურაი