წალენჯიხა კონფლიქტის ზონამდე გზას აშენებს

11198867_1588042618147406_1768624445_nწალენჯიხის რაიონში, მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში ოკუპირებული სოფლის საბერიოს ე.წ. საზღვრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გზა რომელიც 35 წელია არავის შეუკეთებია, პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოს მხოლოდ ამ გზით უკავშირდებიან.
ამ ეტაპზე ფახულანის გზაზე, სანიაღვრე არხების და გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც 4,8 კილომეტრიანი ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება. გზის გასწვრივ მოეწყობა გარეგანათებაც.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. გზის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა ,,ღამის მგლები,, არ შეუშვა
შემდეგი სტატიასაქართველოში საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა