წალენჯიხაში წვიმის გამო გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს

stiqiqaწალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათია კოკისპირულად წვიმს. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და დაზიანდა სახნავ–სათესი ტერიტორიები. ძლიერი წვიმის შედეგად წაიქცა ხეც.
მთის კალთებზე მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ წყალი ფერდობიდან დიდი ნაკადით მოედინება.
როგორც წალენჯიხის გამგებელმა გოგა გულორდავამ ,,თაიმერს” განუცხადა ,,მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მზად არის საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს მოსახლეობას”.

(ფოტო რეკონსტრუქცია)

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებია