წალენჯიხაში საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომაზე ინციდენტი მოხდა

წალენჯიხაში ადგილობრივი თვითმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან: წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, გამგებლის მოადგილე გია ლუკავა, საკრებულოს წვრი დალი კვარცხელია, ფრაქცია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქრთველოს” თავმჯდომარე დარეჯან დადიანი, ფილოსოფოსი კოტე ჩიქობავა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ლავრენტი ალანია, ქუთაისის მერის მჩეველი ზურაბ ხურციძე და “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელი წალენჯიხაში ირმა აბულაძე

სამუშაო პროცესს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. მიუხედავ აკრედიტაციისა, გასაუბრებაზე ჟურნალისტების დასწრებაზე კომისიამ ხუთწუთიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებისთვის დასწრება აკრძალათ.

როგორც ადგილობრივი გაზეთ “ეგრისი”–ს მთავრი რედაქტორი ჯული როგავა აცხადებს ყოველგვარ ზღვარს სცილდება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„ მაქვს ინფორმაცია,რომ კადრების დანიშვნა გუბერნიის მითითებით და შერჩევის პრინციპით მოხდებოდა“– აცხადებს როგავა.

10004058_619620121465690_819575481_n

რატომ არ დაუშვეს წინასწარ, ღიად დაანონსებულ სხდომაზე ჟურნალისტები – ამ საკითხის გასარკვევად „თაიმერი“ წალენჯიხის გამგებელს დაუკავშირდა. გოგა გულორდავას ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია – მიზეზად მოუცლეობა დასახელდა. თუმცა გამგებელმა „თაიმერს“ პირობა მისცა, რომ კომისიის მუშაობასა და განვითარებულ მოვლენებზე ვრცელ კომენტარს ოდნავ მოგვიანებით გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი – წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების იმედი მაქვს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს მცხეთაში არსებული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა