წალენჯიხაში სასმელი წყალი მოიწამლა

tevziწალენჯიხაში სასმელი წყალი მოიწამლა,,თაიმერის,, ინფორმაციით, დღეს დილით წალენჯიხაში მდინარე სქურის წყალსაცავზე, რიმლითაც წალენჯიხა სასმელი წყლით მარაგდება, წყლის მოწამვლის საეჭვო სიტუაცია შეიქმნა, რისი ნიშნებიც მდინარის მიერ დიდი რაოდენობით მკვდარი თევზის, კალმახის გამორიყვით დაფიქსირდა.

მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ წყალი კალმახის გამო მოწამლეს…

ამ მომენტისთვის წალენჯიხას სასმელი წყალი ალტერნატიული გზით მიეწოდება…
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამჟამად წყალსაცავზე სპეციალისტები მუშაობენ, რათა წყლის დაბინძურების ხარისხი დაადგინონ.

როგორც  წალენჯიხის გამგებელმა გოგა გულორდავამ “თაიმერს” განუცხადა პანიკის საშიშროება არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის საიდუმლო გარიგებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“გაუგებარია ამ რეფორმის გადავადება,” – კახა კოჟორიძე საარჩევნო სისტემაზე