წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

სამართალდამცველებმა  ქალაქ ჯვარში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამოღებულია „იჟ 56-3-ის“ მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი, 8 ცალი ვაზნა, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდით და 2 ვაზნით.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ვაზნები საბრძოლოა, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,ვნახოთ ლარის როგორი მხატვრები გვყავს,, – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: დარწმუნებული ვარ, საქართველო შეასრულებს ამ კრიტერიუმებსაც