წალენჯიხაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

policia

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხაში. წალენჯიხიდან ზუგდიდისკენ მიმავალი ტრაილერი “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ბ სამუშია, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების განცხადებით ავტოავარიის შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აღნიშნულ ავტოავარიასთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ქვედანაყოფები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: მთავარია, მიზანმიმართულად განვავითაროთ თავდაცვა და ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, თუმცა ეს სიმპტომები ქვეყანაში არ არის
შემდეგი სტატიასოფელ გოგოლესუბანში ცოლმა ქმარი დაჭრა