წალენჯიხაში დევნილები სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრობენ

11041361_1560526854232316_343324041_n,,თაიმერისთვის,, ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტ დაბა ჯვარში, ოჭანეს თემში ჩაის ფაბრიკის კოლექტიურ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილიები უკიდურესად მძიმე მდომარეობაში იმყოფებიან.
,,ეს ობიექტი არაერთხელ გამხდარა უბედური შემთხვევის ადგილი. ჩანგრეული აივნის იატაკზე არასრულწლოვანი ჩავარდა და ხელის კიდურებზე დაზიანებები მიიღო… კედლები დაბზარულია… ხვლიკები და მსგავსი ქვეწარმავლები დაუპატიჟებლად დაძვრებიან… იატაკი ჩანგრეული, ფანჯრის ჩარჩოები დამპალია და მინის ნაცვლად მათზე ცელოფნებია გაკრული… სველი წერტილები საერთოდ არარსებობს. წყალი, რომელსაც ვსვამთ, სახანზრო მანქანას ამოაქვს კირაში ერთხელ,, განაცხადეს „თაიმერთან“ საუბრისას ამ ობიექტში ჩასახლებულმა დევნილებმა.
11026545_1560526884232313_144977168_nროგორც შევიტყვეთ, ამ ოჯახებს შევსებული აქვთ თაბუკაშვილის დევნილთა ახალ ჩასახლების კორპუსებში საბინაო ფართის მიღებისთვის სააპლიკაციო ფორმა. გავრცელებული ინფორმაციით მათ მიენიჭათ 4, 5 ქულა, რაც მათ ამ ეტაპზე ადგილზე გაკომისიებას და განსახილველად გატანას არ ითვალისწინებდა. დევნილებმა მიმართეს არასამთავრობო სექტორს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო ზემო სვანეთის წარმომადგენლობას რათა გაეწიათ ადვოკატირება და შუამდგომლობა დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შუამდგომლობას ადეკვატურად მიუდგა დევნილთა და განსახლების სამინისტრო და ტერიტორიული ორგანოს უფროსის დავით ნარსია. მოწვეულ იქნა ,, სამხარაულის ექსპერტიზა” რომლის დასკვნის დადების საფუძველზეც მოხდება მათი ფართით დაკმაყოფილების გადაწყვეტილების მიღება!
11050907_1560526947565640_199443026_nაღსანიშნავია, რომ რეალობა ძალზე მძიმეა და ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს მათი ურთულესი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ყოფა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მესვეურთ კი ეს ადამიანები მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ… მათ ავიწყდებათ, რომ ისინი მათი ამომრჩევლები და შესაბამისად ბენეფიციარებიც არიან…

banner
წინა სტატიაშიბიჭვინთის მოსახლეობა მოსახლეობა მათ აკვატორიაში უცხოური თევზსაჭერი გემების შესვლას აპროტესტებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ზოგიერთი გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავს